სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროებში   კომპეტენტური ორგანოები და მათი უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტრო − სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ბ)
სააგენტო − ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა, მისი პირობების შეცვლა, ამ ნებართვის გაუქმება და მასთან დაკავშირებული საკითხები; ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის, აგრეთვე შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა;

გ) (ამოღებულია - 26.06.2025, №792);

დ) დეპარტამენტი − სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025