1. საბაზისო ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება იმ საქმიანობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახიფათო ნივთიერების გამოყენებას, წარმოებას ან გარემოში გავრცელებას.

2. საბაზისო ანგარიში  უნდა მოიცავდეს:

ა) საქმიანობის განხორციელების ადგილის გამოყენების (ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ასევე მისი წარსულში გამოყენების) შესახებ ინფორმაციას;

ბ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებზე ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ასახავს მათ მდგომარეობას ანგარიშის შედგენის დროს ან/და ინფორმაციას იმ ახალი კვლევების შედეგების თაობაზე, რომლებიც უკავშირდება საქმიანობის განხორციელების შედეგად ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების შესაძლო დაბინძურებას;

გ) GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატებს (shp- ფაილთან ერთად), რომელშიც აღნიშნულია დაბინძურების წყარო/წყაროებ