1. გემზე ნებისმიერი საქმიანობით დაკავებული ან დასაქმებული მეზღვაური, რომლის ფუნქციებს ასევე განეკუთვნება გემის უსაფრთხოებისა და დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება, ასევე გემის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ მოვალეობათა შესრულება, ვალდებულია მათ შესრულებამდე გაიაროს აღიარებული საბაზისო წვრთნა ან ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.
2. მეზღვაურმა საბაზისო წვრთნის გავლის ან მისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მიიღოს ერთიანი სერტიფიკატი, რომელშიც აისახება საბაზისო წვრთნის ან ინსტრუქტაჟის ყველა კომპონენტი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.
3. STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბაზისო წვრთნასა და ინსტრუქტაჟში კვალიფიციური პირი ვალდებულია ყოველ 5 წელიწადში დაადასტუროს, რომ მან შეინარჩუნა STCW-ის კოდექსის A-VI/1-1 და A-VI/1-2 ცხრილების პირველ სვეტში მითითებული კომპეტენციის სტანდარტი.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. საბაზისო წვრთნა 1. გემზე ნებისმიერი საქმიანობით დაკავებული ან დასაქმებული მეზღვაური, რომლის ფუნქციებს ასევე განეკუთვნება გემის უსაფრთხოებისა და დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება, ასევე გემის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ მოვალეობათა შესრულება, ვალდებულია მათ შესრულებამდე გაიაროს აღიარებული საბაზისო წვრთნა ან ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად. 2. მეზღვაურმა საბაზისო წვრთნის გავლის ან მისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მიიღოს ერთიანი სერტიფიკატი, რომელშიც აისახება საბაზისო წვრთნის ან ინსტრუქტაჟის ყველა კომპონენტი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, ან მ. 3. STCW-იიღს კოდექსის A-VI/1 ნაწილის მერ-2 პუნქტიფიკს შესატბამისად, საბაზისო წვრთნიასან და ინსტრუქტაჟშის თ კვალითოფიციური პირი ვალდებული კა ყომპველ 5 წელიწადში დაადასტუროს, რომ მან შეინტარჩუნა STCW-ისათვ კოდექსის ცA-VI/1-1 დალ A-VI/1-2 ცახრილების პირველ სვეტში მითითებული კომპეტენციის სტანდარტი.