1. საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია (გემთმფლობელი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გემზე დასაქმებული მეზღვაური აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) გავლილი ჰქონდეს მინიმალური საგანმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი კურსი კონვენციის დებულებებისა და ამ თავით განსაზღვრული წესების შესაბამისად;
ბ) გავლილი ჰქონდეს ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი კურსი და საბაზისო წვრთნა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად;
გ) შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.
2. ეს მუხლი ვრცელდება გემის ეკიპაჟის წევრებზე SOLAS-ის კონვენციის III/10.04 რეგლამენტის თანახმად გაცემულ სერტიფიკატებზე.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. სწამოთხოვნები განათლების,ა და წვრთნისა და მომზადების მიმართ წაყენებული მოთხოვნები 1. საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია (გემთმფლობელი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გემზე დასაქმებული მეზღვაური აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) გავლილი ჰქონდეს მინიმალური სასწგავნმანათლებლო/მ პროგრამზად/ საწვრთნებლის კურსი კონვენციის დებულებებისა და ამ თავით განსაზღვრული წესების შესაბამისად; ბ) გავლილი ჰქონდეს ზოგადი სასწგავნმანათლებლო პროგრამა/ საწვრთნელი/მომზადების კურსი და საბაზისო წვრთნა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად; გ) შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს. 2. ეს მუხლი ვრცელდება გემის ეკიპაჟის წევრებზე SOLAS-ის კონვენციის III/10.04 რეგლამენტის თანახმად გაცემულ სერტიფიკატებზე.