1. საზღვაო ნაოსნობის გემზე მყოფი ნებისმიერი პირი, გარდა მგზავრისა, ვალდებულია თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებამდე გაიაროს აღიარებული გაცნობითი წვრთნა STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად.

2. გემთმფლობელი ვალდებულია ყველასთვის, გარდა მგზავრისა, უზრუნველყოს აღიარებული გაცნობითი წვრთნის ჩატარება და ეს დოკუმენტურად დაადასტურო