1. რიგითი, რომელიც არის გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტის წევრი ან პერიოდულად ასრულებს განსაზღვრულ ფუნქციებს უვახტო სამანქანე განყოფილებაში 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, გარდა იმ რიგითისა, რომელიც გადის წვრთნას და რომლის მოვალეობები არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად.
2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:
ა) იგი არის 16 წელს მიღწეული პირი;
ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური წვრთნა (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით);
გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს სამანქანე განყოფილებაში ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კვალიფიციური მექანიკოსის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტზე მდგომის წევრი გითის დან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებაში განსაზღვრული ფუნქციების შემსრულებელი რიგითის სერტიფიკატები 1. რიგითი, რომელიც არის გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტის წევრი ან პერიოდულად ასრულებს გემანსაზღვრულ ფუნქციებს უვახტო სამანქანე განყოფილებაში განსაზღვრულ ფუნქციებს 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, გარდა იმ რიგითებისა, რომლებლიც გადიანს წვრთნას და რომელთაის მოვალეობები არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური მომზწვრთნადება (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით); გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს სამანქანე განყოფილებაში ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კვალიფიციური მექანიკოსის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.