1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე მომსახურე მატროსი სათანადოდ სერტიფიცირებული უნდა იყოს.
2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მატროსის სერტიფიკატი, თუ:
ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
ბ) იგი აკმაყოფილებს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს;
გ) მას აქვს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 18 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;
დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-II/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. მატროსის სერტიფიკატი 1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე მომსახურე მატროსი სათანადოდ სერტიფიცირებული უნდა იყოს. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მატროსის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) იგი აკმაყოფილებს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს; გ) მას აქვს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 18 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი; დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-II/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში.