1. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამავე მუხლის დებულებები ვრცელდება რადიოოპერატორებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემებზე, SOLAS-ის კონვენციის თანახმად.
2. პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს (ასრულებს) რადიოკავშირგაბმულობის ფუნქციები (ფუნქციებს) GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემზე, ან რომელსაც სურს კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან აღიარებულია სააგენტოს მიერ რადიოწესების შესაბამისად.
3. SOLAS-ის კონვენციის თანახმად, პირს უფლება აქვს, მიიღოს რადიოსამონტაჟო სამუშაოების კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:
ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
ბ) მას აქვს შესაბამისი განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-IV/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
4. რადიოოპერატორს არ ესაჭიროება კონვენციის IV თავთან შესაბამისობა იმ გემზე, რომელსაც, SOLAS-ის კონვენციის IV თავის მიხედვით, არ მოეთხოვება GMDSS-ის დებულებებთან შესაბამისობა. მიუხედავად ამისა, ასეთი გემის რადიოოპერატორს მოეთხოვება რადიოწესებთან შესაბამისობა. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ რადიოოპერატორზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და სერტიფიკატის აღიარება.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი 1. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამავე მუხლის დებულებები ვრცელდება რადიოოპერატორებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემებზე, SOLAS-ის კონვენციის თანახმად. 2. პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს (ასრულებს) რადიოკავშირგაბმულობის ფუნქციები (ფუნქციებს) GMDSS-ის სისტემით აღჭურვილ გემზე, ან რომელსაც სურს კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS-ის რადიოოპერატორის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან აღიარებულია სააგენტოს მიერ რადიოწესების შესაბამისად. 3. SOLAS-ის კონვენციის თანახმად, პირს უფლება აქვს, მიიღოს რადიოსამონტაჟო სამუშაოების კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს შესაბამისი განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-IV/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 4. რადიოოპერატორს, არ ომელსაც აჭირ მოეთხბა კონვება GMDSS-ნცის იმ დებულებებს IV თავთან შესაბამისობა, რო იმლ გებიც მოცზე, რომუელისაც, SOLAS-ის კონვენციის IV თავში, ას მიხედვეით, არ მოეთხოვება კონვენცGMDSS-იის IV დებულებებთავთან შესაბამისობა. მიუხედავად ამისა, ასეთი გემის რადიოოპერატორს არ მოეთხოვება არც რადიოწესებთან შესაბამისობა. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ რადიოოპერატორზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და სერტიფიკატის აღიარება.