1. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება GMDSS-ით აღჭურვილ გემებზე რადიოკავშირის განმახორციელებელ ოპერატორებზე, SOLAS-ის კონვენციის შესაბამისად.
2. პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ან ასრულებს რადიოკავშირის ფუნქციებს GMDSS-ით აღჭურვილ გემზე, ან პირი, რომელსაც სურს თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, ვალდებულია მიიღოს GMDSS-ის რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან დადასტურებულია სააგენტოს მიერ რადიოკავშირის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
3. ამ კანონის თანახმად, გემზე მუშაობისთვის GMDSS-ის
რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად, SOLAS-ის კონვენციის შესაბამისად:
ა) კანდიდატი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
ბ) კანდიდატს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული სწავლება და წვრთნა;
გ ) კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კონვენციით განსაზღვრულ კვალიფიკაციის სტანდარტებს .