1. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნა მოწმდება გამოცდების ჩაბარებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. კანდიდატის ცოდნას ამოწმებს სააგენტოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საზღვაო-საკვალიფიკაციო კომისია, რომელსაც ნიშნავს სააგენტოს დირექტორი.

3. სახელმწიფო საზღვაო-საკვალიფიკაციო კომისიის წევრებს უფლება აქვთ, საზღვაო-სასწავლო და საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში დაესწრონ გამოცდებს.

4. კანდიდატის ცოდნა მოწმდება 5 წელიწადში ერთხე