1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი.
2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:
ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც აღიარებული საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
გ) იგი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს ასრულებდა სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის ვალდებულებებს მთავარი მექანიკოსის ან კვალიფიციური მექანიკოსის ზედამხედველობით არანაკლებ 6-თვიან პერიოდში;
დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;
ე) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.11.2022 კანონი №2033
- 14.11.2014 კანონი №2790
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. 750 კვტ ან 750-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების დან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატი 1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების დან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც მომზადების აღიარებული საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 6-თვიან წვრთნას 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე (შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში), ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი სამ პუნქტის „ბ“ ქვალდეპუნქტში მითითებულოი ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს არანაკლებ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში ასრულებდა სამანქანე განყოფილებაშის ვახტზე დგომის ვალდებულებებს მთავარი მექანიკოსის ან კვალიფიციური მექანიკოსის ზედამხედველობით არანაკლებ 6-თვიან პერიოდში; დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს; ე) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.