1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სანავიგაციო ვახტის შემადგენლობაში შემავალი რიგითი, გარდა იმ რიგითისა, რომელიც გადის წვრთნას, ასევე გარდა იმ რიგითისა, რომლის მოვალეობები სანავიგაციო ვახტის გაწევის დროს არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად.
2. პირს უფლება აქვს, მიიღოს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, თუ:
ა) იგი არის 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური წვრთნა (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით);
გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კაპიტნის, სავახტე თანაშემწის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიკატი 1. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სანავიგაციო ვახტის შემადგენლობაში შემავალი რიგითი, გარდა იმ რიგითებისა, რომლებლიც სწგავლდის პწვროცესში იმყოფებიათნას, ასევე გარდა იმ რიგითებისა, რომელთაის მოვალეობები სანავიგაციო ვახტის გაწევის დროს არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, თუ: ა) იგი არის 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური მომზწვრთნადება (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით); გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კაპიტნის, სავახტე თანაშემწის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.