მუხლი 11. კომპეტენციის შესაბამისობის შეფასება და სერტიფიკატის აღიარების გაუქმება
თავი II — სერტიფიკატების გაცემასთან და აღიარებასთან დაკავშირებული ზოგადი წესები
1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის აღიარების პროცესში შესაბამისი სახელმწიფოს საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასება ხორციელდება კონვენციის დებულებათა შესაბამისად.
2. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების მიუხედავად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ სერტიფიკატის გამცემი აღიარებული სახელმწიფოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა აღარ შეესაბამება კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.
3. სააგენტო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარების გაუქმების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე აცნობებს ამის შესახებ IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.
4. ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად გაცემული დადასტურების სერტიფიკატი ძალაში რჩება შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ამგვარი დადასტურების სერტიფიკატის მფლობელ მეზღვაურს არა აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო მაღალი კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი, თუ რანგის მომატება არ ეფუძნება დამატებით ნაოსნობის სტაჟს.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. კომპეტენციის შესაბამისობის შეფასება და სერტიფიკატის აღიარების გაუქმება 1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის აღიარების პროცესში შესაბამისი სახელმწიფოს საზღვაო-სასწგავნმანათლებლო დაწესებულებების შეფასება ხორციელდება STCW-ის კოდნვექსის A-I/6 ნაწცილის დებულებათა შესაბამისად. 2. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების მიუხედავად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებული სერტიფიკატის გამცემი აღიარებული სახელმწიფოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა აღარ შეესაბამება კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად. 3. სააგენტო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარების გაუქმების საკითხის განხილვისას დაუწყოვნებლისთანავე აცნობებს ამის შესახებ IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად. 4. ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად გაცემული დადასტურების სერტიფიკატი ძალაში რჩება შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღამდე. ამგვარი დადასტურების სერტიფიკატის მფლობელ მეზღვაურს უფლება არა აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო მაღალი კვალიფიკაომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი, თუ რანგის მომატება არ ეფუძნება დამატებითი ნაოსნობის სტაჟს.
საქართველოს კანონი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, მუხლი 11, №5595-რს, 23.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.016584 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1556226/muxli-11/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია