თავი II — სერტიფიკატების გაცემასთან და აღიარებასთან დაკავშირებული ზოგადი წესები
1. კომპეტენციის სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ სააგენტო სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტური დასაბუთების ნამდვილობის დამოწმებისა და მისი მოქმედების ვადის დამტკიცების შემდეგ.
2. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. მეზღვაურს, რომელიც ასრულებს STCW-ის კოდექსის A-II/1, A-II/2, A-II/3, A-II/4, A-II/5, A-III/1, A-III/2, A-III/3, A-III/4, A-III/5, A-III/6, A-III/7 ან A-IV/2 ნაწილით განსაზღვრულ ან სხვა ფუნქციას, უნდა ჰქონდეს კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
4. სააგენტოს მიერ ყველა სახის სერტიფიკატის გაცემა და დადასტურება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. მეზღვაურთა სერტიფიცირება 1. კომპეტენციის სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ სააგენტო სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტური დასაბუთების ნამდვილობის დამოწმებისა და მისი მოქმედების ვადის დამტკიცების შემდეგ. 2. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციის V/1-1 და V/1-2 რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. მეზღვაურს, რომელიც ასრულებს STCW-ის კოდექსის A-II/1, A-II/2, A-II/3, A-II/4, A-II/5, A-III/1, A-III/2, A-III/3, A-III/4, A-III/5, A-III/6, A-III/7 ან A-IV/2 ნაწილით განსაზღვრულ ან სხვა ფუნქციას, უნდა ჰქონდეს კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი. 4. სააგენტოს მიერ ყველა სახის სერტიფიკატის გაცემა და დადასტურება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.