1. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსებასა და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტი.
2. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, რომელიც სააგენტოს გადაეცემა სერტიფიკატის ფორმების დამამზადებელი საწარმოს მიერ.
3. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსებას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომელი. იმ თანამშრომელთა ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსება, განისაზღვრება სააგენტოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.
4. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების გაცემა მის მფლობელზე წარმოებს შესაბამისი პირის მიერ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის საფუძველზე.
5. მეზღვაურის სერტიფიკატის მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ აღნიშნულ პირზე გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება სააგენტოში).
6. მეზღვაურის სერტიფიკატის მიღების ფაქტს მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით.
7. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება მეზღვაურთა სერტიფიკატების აღრიცხვის რეესტრში, რომელშიც ასევე მიეთითება მეზღვაურის სერტიფიკატის ნომერ