1. დადასტურების სერტიფიკატი გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის ან/და კვალიფიკაციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. დადასტურების სერტიფიკატის გაცემისათვის სააგენტოში დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
3. დადასტურების სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია და მონაცემები:
ა) სააგენტოს ლოგო;
ბ) სააგენტოს სრული დასახელება;
გ) დასადასტურებელი სერტიფიკატის ნომერი;
დ) მეზღვაურის სახელი, გვარი;
ე) მეზღვაურის დაბადების თარიღი;
ვ) ქვეყანა, რომელმაც გასცა დასადასტურებელი სერტიფიკატი;
ზ) დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
თ) ფუნქციები, რომლებიც მინიჭებული აქვს მეზღვაურს დასადასტურებელი სერტიფიკატით;
ი) პასუხისმგებლობის დონე, რომელიც შეესაბამება ამ პუნქტის „თ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს;
კ) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ლ) მეზღაურის თანამდებობა;
მ) ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვები უნდა იყოს ისეთივე, როგორიც არის განსაზღვრული ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად;
ნ) დადასტურების სერტიფიკატის ნომერი;
ო) დადასტურების სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
პ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
ჟ) მეზღავაურის ხელმოწერა;
რ) მეზღვაურის ფოტოსურათი;
ს) სააგენტოს ბეჭედი.
ტ) შტრიხკოდი;
4. დადასტურების სერტიფიკატში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეზღვაურის თანამდებობა (თანამდებობები) მიეთითება კანონისა და გემზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების თაობაზე არსებული სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადას.
6. დადასტურების სერტიფიკატში მეზღვაურის შესახებ ინფორმაცია და მონაცემები შეიტანება დასადასტურებელი სერტიფიკატის შესაბამისად.
7. დადასტურების სერტიფიკატის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) ციფრისა და 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წლის ბოლო ორ რიცხვს, მომდევნო 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასო E - აღნიშნავს სერტიფიკატის დასახელებას, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს მეზღვაურის კუთვნილებას გემის ეკიპაჟისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი დონისადმი, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს შესაბამისი მეზღვაურისათვის სერტიფიკატით მინიჭებულ უფლებამოსილებებში არსებულ შეზღუდვებს, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან აღნიშნავს სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი გამოისახება: 11E01-01 -000001).
სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატების ფორმე