1. კვალიფიკაციის სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას. კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ნომინალური ზომები: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან.

2. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფონი ცისფერი ფერისაა და მზადდება პლასტიკური მასალისაგან, გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის არანაკლებ სამი ნიშანი:

ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. Pპირველი სვეტი ქართულად – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად - „Maritime Transport Agency“.

ბ) ულტრაისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე, გარდა ფოტოსურათისა და შტრიხკოდისათვის განკუთვნილი ადგილებისა.

გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომერი ულტრაიისფერი გამოსახულებით.

3. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფოტოსურათიანი მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები:

ა) ულტრაიისფერი მელნით დატანილი ტალღისებრი ხაზები;

ბ) ჰოლოგრამული მწკრივი ვარსკვლავების გამოსახულებით;

გ) მიკროტექსტური წარწერა;

დ) გილიოშური მრავალტონალური ილუსტრირება;

ე) კინეტიკური პალიტრა;

ვ) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება;

ზ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი.

4. კვალიფიკაციის სერტიფიკატის მე-2 გვერდი დაფარულია ჩვეულებრივი ლამინირებით.

5. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება ელექტრონული ფორმი