1. სააგენტო გასცემს სხვა სერტიფიკატს:

ა) იმ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე, რომელზეც სერტიფიკატის გაცემის საკითხი არ რეგულირდება
კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და
„მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის მიხედვით.

2) იმ პირებზე, რომლებიც გემზე ასრულებენ იმ ფუნქციასა და მოვალეობას, რასაც არ მოიცავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ან/და კომპეტენციის სერტიფიკატები.

2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები:

ა)
500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ბ) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატი;

გ) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი;
დ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის სერტიფიკატი;

ე) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის სერტიფიკატი;

ვ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატი;

ზ) გემბანის რიგითის სერტიფიკატი (ნებისმიერი ტევადობის გემზე);

თ) ბოცმანის სერტიფიკატი (ნებისმიერი ტევადობის გემზე);

ი) სამანქანო განყოფილების რიგითის სერტიფიკატი (ნებისმიერი სიმძლავრის გემზე);

კ) დონკერმანის სერტიფიკატი;

ლ) ხარატის სერტიფიკატი;

მ) გემის მზარეულის სერტიფიკატი;

ნ) დამხმარე პერსონალის სერტიფიკატი;

ო) ინერტული აირების სისტემის გამოყენების სერტიფიკატი;

პ) ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის მართვის სერტიფიკატი;

ჟ) გემის მართვისა და მანევრირების სერტიფიკატი;

რ) სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვის სერტიფიკატი;

ს) საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის სერტიფიკატი;

ტ) ხმელეთზე განლაგებული ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორით სარგებლობის სერტიფიკატი;

უ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატი.

თავი III

მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატის ფორმის აღწერილობა, დამცავი ნიშნები და სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია

მუხლი. 7 კომპეტენციის სერტიფიკატის ფორმა და ნომერი

1. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატი წარმოადგენს მოქალაქის პასპორტის ზომის მყარყდიან, 14 შიდა გვერდისაგან შემდგარ, მყარად შეკრულ წიგნაკს (ბუკლეტს), მომრგვალებული კუთხეებით.

2. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის შიდა პირველი და მე-2 გვერდი მზადდება პლასტიკური მასალისაგან და გამოიყენება მეზღვაურის პერსონალური მონაცემებისა და მისი ფოტოსურათის დასატანად.

3. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის მე-4 და შემდგომ გვერდებზე დაიტანება კომპეტენციის სერტიფიკატისა და მათი განახლების თაობაზე მონაცემები სპეციალური დამცავი ნიშნების გამოყენებით შესრულებული დასაკრავი ქაღალდის (ტექსტში შემდგომ - „სტიკერი“) გამოყენებით.

4. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატი, როგორც წესი, გაიცემა 25 წლის ვადით. ამასთან, მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებით დაკისრებული უფლებამოსილებების მოცულობა, შესაბამისი შეზღუდვები და მოქმედების ვადა მიეთითება კომპეტენციის სერტიფიკატში ჩასაკრავ სტიკერში.

5. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატს აქვს ნომერი, რომელიც შედგება 12 (თორმეტი) ციფრისა და 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წლის ბოლო ორ რიცხვს, მომდევნო 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობას (კერძოდ, ლათინური ანბანი G – საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ლათინური ანბანი F – უცხო ქვეყნის მოქალაქეს), კომპეტენციის სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს მეზღვაურის კუთვნილებას გემის ეკიპაჟისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი დონისადმი, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს შესაბამისი მეზღვაურისათვის სერტიფიკატით მინიჭებულ უფლებამოსილებებში არსებულ შეზღუდვებს, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან აღნიშნავს სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურისათვის გამოისახება: 11G01-01 -000001, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მეზღვაურისათის - 11F01-01 -000001 ).

6. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების შემთხვევაში, განახლებულ სერტიფიკატზე მიეთითება უკვე მინიჭებული კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი, რომელსაც ბოლოში დეფისის შემდეგ დაემატება განახლების რიგითობის აღმნიშვნელი ორი ციფრი, შესაბამისი თანმიმდევრობით (მაგალითად, განახლებული კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი გამოისახება: 11G01-01-000001-01).

7. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერში არსებული ექვსნიშნა რიგითი ნომერი უწყვეტი