1. ეს წესი განსაზღვრავს მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმებს, მათი გაცემისა და გამოყენების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მიხედვით განისაზღვრება მეზღვაურთა კომპეტენციის, კვალიფიკაციის, დადასტურებისა და სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში  შემდგომ – „სააგენტოს“) მიერ გაცემული სხვა
სერტიფიკატების ფორმები
, მათი აღწერილობა და დამცავი ნიშნები, ასევე სერტიფიკატების
გაცემისა და გამოყენების წესი.
3. ეს წესი შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (ტექსტში შემდეგ – „კანონი") საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადების, გაცემისა და გამოყენების პირობების განსაზღვრას.
4. ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება კ
ანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით მათი შესწორებული ვერსიებით