1. კ
ანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა შემდეგი კომპეტენციის სერტიფიკატები:
ა) კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ა.ა) 3000 ტონა და 3000 ტონაზე
მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ა.ბ) 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ბ) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატი:
ბ.ა) 3000 ტონა და 3000 ტონაზე
მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ბ.ბ) 500-დან 3000-მდე ტონის საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი;
გ) სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი:
გ.ა) 500 ტონა და 500 ტონაზე
მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის
კომპეტენციის სერტიფიკატი;
დ) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
დ.ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე
მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
დ.ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;

ე) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ე.ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე
მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;
ე.ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კოპმეტენციის სერტიფიკატი;

ვ) სამანქანე განყოფილების სავახტო მექნიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:
ვ.ა) 750 კვტ და 750 კვტ-ზე
მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის
ვახტიან სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი;

ვ.ბ)
750 კვტ და 750 კვტ-ზე
მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის
პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების პასუხისმგებელი სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის
სერტიფიკატი.
ზ) ელექტროტექნიკოსის
კომპეტენციის სერტიფიკატი:
750 კვტ და 750 კვტ-ზე
მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ელექტრო-ტექნიკოსის
კომპეტენციის სერტიფიკატი;

თ) GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი:
2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს
კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის განახლებული ვერსიებით გათვალისწინებული
სხვა კომპეტენციის სერტიფიკატები