1. კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის
, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი
განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა შემდეგი კვალიფიკაციის სერტიფიკატები მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად
:
ა) სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი:
ა.ა)
500 ტონა და 500 ტონაზე
მეტი საერთო ტევადობის გემის სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
ბ) მატროსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი:
ბ.ა)
500 ტონის და 500 ტონაზე
მეტი საერთო ტევადობის გემის მატროსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
გ) გემის ვახტიანი სამანქანო
განყოფილების ვახტზე მდგომი რიგითის და პერიოდულად უვახტო სამანქანო
განყოფილებაში განსაზღვრული ფუნქციების შემსრულებელი რიგითის სერტიფიკატი:
გ.ა)
750 კვტ და 750 კვტ-ზე
მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანო
განყოფილების ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
გ.ბ)
750 კვტ და 750 კვტ-ზე
მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების განსაზღვრული ფუნქციის შემსრულებელი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
დ) მოტორისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი:
დ.ა)
750 კვტ და 750 კვტ-ზე
მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მოტორისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
ე) რიგითი ელექტრო-ტექნიკოსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი:
ე.ა)
750 კვტ და 750 კვტ-ზე
მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის რიგითი ელექტრო-ტექნიკოსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
2. კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის,„მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი
განახლებული ვერსიების შესაბამისად, სააგენტო გასცემს შემდეგ კვალიფიკაციის სერტიფიკატებს, რომლებიც ადასტურებს მეზღვაურის მიერ გარკვეული წვრთნ(ებ)ისა და მომზადების გავლას:
ა) საბაზისო წვრთნების გავლის თაობაზე;
ბ) სამაშველო საშუალებების, სამაშველო კატარღების და სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვის თაობაზე;
გ) ხანძართან ბრძოლის გაფართოებული წვრთნების თაობაზე;
დ) პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების თაობაზე;
ე) გემის უშიშროების ოფიცრის თაობაზე;
ვ) უშიშროებასთან დაკავშირებული უნარების წვრთნის ან უშიშროების წვრთნის იმ პირებისათვის გამართვის თაობაზე, რომლებიც უშიშროებაზე პასუხისმგებლად არიან დანიშნულნი;
ზ) სამგზავრო გემზე კაპიტნის, ოფიცრის, რიგითებისა და სხვა პერსონალის მომზადების წვრთნის გავლის თაობაზე.
3.
კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის,„მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი
განახლებული ვერსიების შესაბამისად,სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს შემდეგი
წვრთნისა და მომზადების გავლის დადასტურების მიზნით:
ა) პირადი გადარჩენის მეთოდები;
ბ) ხანძრის თავიდან აცილება
და ხანძართან ბრძოლა;
გ) პირველადი დახმარების აღმოჩენა;
დ) პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა;
ე)
უშიშროების გაცნობითი წვრთნები;
ვ) უშიშროებასთან დაკავშირებული უნარების ინსტრუქტაჟი;
ზ)
კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა,გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა;
თ)
სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა;
ი) ხანძა
რთან ბრძოლის გაფართოებული წვრთნები;
კ) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის;
ლ) მეზღვაურის
სამედიცინო მომსახურება;
მ)
ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნები;
ნ)
თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნები;
ო)
ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსი;
პ)
ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსი;
ჟ) თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსი;
რ) ხალხის მართვა;
ს)
უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის;
ტ) რისკის შეფასება
კრიტიკულ სიტუაციებში;
უ)
მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფა;
ფ) სანავიგაციო ხიდურის გუნდური
მართვა;
ქ)
ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება:
ღ)
რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება და ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენება;.
ყ) სამა
ნქანო
განყოფილების გუნდური
მართვა.
3. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს კ
ანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის,„მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი
განახლებული ვერსიებით განსაზღვრული
სხვა კომპეტენციის სერტიფიკატიც, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს მუხლი