1. გემზე სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
2. ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად კაპიტნის ან კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მიღების მსურველს უნდა ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
3. პირს უფლება აქვს, მიიღოს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:
ა) მას მიღებული აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი;
ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;
გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-V1/4 ნაწილის მე-4−მე-6 პუნქტებით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს.
4. საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამედიცინო მომსახურებისთვის პასუხისმგებელი მეზღვაური ვალდებულია გაიაროს განახლების კურსი 5 წელიწადში ერთხელ, რომელიც სამედიცინო მომსახურებისთვის პირველადი წვრთნიდან აითვლება.
5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს სამედიცინო მომსახურებისთვის წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის წვრთნის კურსი.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. მეზღვაურის სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი 1. გემზე სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი. 2. ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად კაპიტნის ან კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მიღების მსურველს უნდა ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი. 3. პირს უფლება აქვს, მიიღოს სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ: ა) მას მიღებული აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი; ბ) მას გავლილი აქვს აღიარებული მომზსადწვრთნებლის კურსი; გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-V1/4 ნაწილის მე-4−მე-6 პუნქტებით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს. 4. საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამედიცინო მომსახურებაზეისთვის პასუხისმგებელი მეზღვაური ვალდებულია გაიაროს განახლების კურსი 5 წელიწადში ერთხელ, რომელიც სამედიცინო მომსახურებისთვის პირველადი მომზადებწვრთნიდან აითვლება. 5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს სამედიცინო მომსახურებისთვის მომზწვრთნადებას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის მომზადებწვრთნის კურსი.