1. მეზღვაურს, რომლის ვალდებულებაა გემზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა, აგრეთვე სერტიფიკატის მაძიებელს, კერძოდ, კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწეს ან მექანიკოსს, უნდა ჰქონდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი.
2. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატის მისაღებად:
ა) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის კურსი;
ბ) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საწვრთნელი კურსი;
გ) პირი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში წვრთნის კურსი.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. მეზღვაურის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი 1. მეზღვაურს, რომლის ვალდებულებაა გემზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა, აგრეთვე სერტიფიკატის მაძიებელს, კერძოდ, კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწეს ან მექანიკოსს, უნდა ჰქონდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატი. 2. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სერტიფიკატის მისაღებად: ა) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის კურსი; ბ) პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული მომზსადწვრთნებლის კურსი; გ) პირი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში მომზწვრთნადებას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მომზადებში წვრთნის კურსი.