1. მეთევზე-მეზღვაურის პროფესია რეგულირებადი პროფესიაა. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა მოიცავს პროფესიულ საზღვაო განათლებას, უმაღლეს საზღვაო განათლებას და სპეციალიზებულ საზღვაო წვრთნას.
2. თევზსაჭერ გემზე მუშაობის მსურველს, მიღებული საზღვაო განათლებისა და კომპეტენციის შესაბამისად, თევზსაჭერ გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი და სხვა სერტიფიკატები, რომელთა გაცემის წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით.
3. მეთევზე-მეზღვაურმა 5 წელიწადში ერთხელ შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში უნდა გაიაროს გადამზადების კურსი, რომელსაც აფინანსებს გემთმფლობელი ან/და თვითონ მეთევზე-მეზღვაური.
4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება ამ კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 20
სექტემბრის
კანონი №3448
–
ვებგვერდი, 09.10.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.09.2018 კანონი №3448
წინა რედაქცია (13.07.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა 1. მეთევზე-მეზღვაურის პროფესია რეგულირებადი პროფესიაა. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა მოიცავს პროფესიულ დსაზღვაო განათლებას, უმაღლეს საზღვაო განათლებას, და სევე სპეციალიზებულ საზღვაო წვრთნას. 2. თევზსაჭერ გემზე მუშაობის მსურველს, მიღებული საზღვაო განათლებისა და კომპეტენციის შესაბამისად, თევზსაჭერ გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი და სხვა სერტიფიკატები, რომელთა გაცემის წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით. 3. მეთევზე-მეზღვაურმა 5 წელიწადში ერთხელ შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში უნდა გაიაროს გადამზადების კურსი, რომელსაც აფინანსებს გემთმფლობელი ან/და თვითონ მეთევზე-მეზღვაური. 4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება ამ კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.