1. შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაურის სამუშაოდ დაქირავება იწვევს გემთმფლობელის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად.
2. გემთმფლობელი ვალდებულია თევზსაჭერი გემის უფროსი სამეთაურო შემადგენლობიდან დანიშნოს თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირი.
3. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის მეთევზე-მეზღვაურებით დაკომპლექტება, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანები