1. მართვის დონეზე პასუხისმგებელ თევზსაჭერი გემის უფროს სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან:
ა) შკიპერი;
ბ) უფროსი თანაშემწე;
გ) თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი;
დ) თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი;
ე) სუპერინტენდანტი.
2. ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ თევზსაჭერი გემის საშუალო სამეთაურო შემადგენლობას განეკუთვნებიან:
ა) თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე;
ბ) თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი;
გ) ელექტროინჟინერი;
დ) GMDSS-ის რადიოოპერატორი.
3. თევზსაჭერი გემის რიგით შემადგენლობას განეკუთვნებიან ეკიპაჟის ის წევრები, რომლებიც მითითებული არ არიან ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში.
4. დამხმარე დონისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტ