1. შკიპერი ვალდებულია შეიმუშაოს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წვრთნისა და მომზადების გეგმა და შეათანხმოს გემთმფლობელთან.

2. შკიპერი აკონტროლებს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მომზადების პროცესს და სასწავლო გეგმების შესრულების შესახებ 3 თვეში ერთხელ აცნობებს გემთმფლობელს.

3. შკიპერი გემთმფლობელს ყოველწლიურად წარუდგენს წერილობით ანგარიშს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მომზადების შესახებ. ანგარიშს უნდა ერთოდეს სასწავლო გეგმები, მეცადინეობათა პროგრამები და მეთევზე-მეზღვაურთა სია, მათი ცოდნის შეფასების მითითებით.

4. გემთმფლობელის მიერ თევზსაჭერ გემზე დანიშნული მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირი გემთმფლობელს წარუდგენს სრულ ანგარიშს მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების შესახებ და მიუთითებს არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებ