1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართავენ სააგენტოს, ასევე ყველა პირზე, რომლებიც დასაქმებული არიან საქართველოს დროშით მცურავ თევზსაჭერ გემზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ გემებზე, რომელთა სიგრძე 7 მეტრზე ნაკლებია. სააგენტო განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს 7 მეტრი და ნაკლები სიგრძის როგორც ძრავიანი, ისე ნიჩბიანი თევზსაჭერი გემების პერსონალის სერტიფიცირებისა და მომზადებისათვი