1. კომპეტენციის სერტიფიკატის მე-4 და შემდგომ გვერდებზე ჩაიკვრება სტიკერი.

2. სტიკერზე დაიტანება შემდეგ მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე:

ა) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის გათვალისწინებული ფუნქციები, მეზღვაურთა თანამდებობრივი დონისადმი მისი კუთვნილება და დაწესებული შეზღუდვები;

ბ) მითითებას კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის თანამდებობისა და მისი თანამდებობრივი შეზღუდვების თაობაზე;

გ) მითითებას „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და მისი განახლებული ვერსიების იმ პუნქტებზე, რომლის შესაბამისად, კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირი ფლობს შესაბამის კომპეტენციას და შეუძლია მითითებული დონისა და შეზღუდვების გათვალისწინებით შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები’’;

დ) მითითებას, რომ სერტიფიკატის ორიგინალი „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის 1/2 წესების მე-9 მუხლის შესაბამისად აუცილებელია ინახებოდეს გემზე, სადაც მსახურობს სერტიფიკატის მფლობელი;

ე) სერტიფიკატის ნომერი;

ვ) სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;

ზ) სტიკერის რიგითი ნომერი;

თ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის (განახლების) თარიღი და მოქმედების ვადა;

ი) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა.

3. სტიკერზე დაისმება სააგენტოს რელიეფური ბეჭედი.

4. სტიკერები უნდა დამზადდეს და შეიცავდეს შემდეგ დამცავ მექანიზმებს:

ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:

ა.ა) ქაღალდი:

ა.ა.ა) უნდა იყოს ულტრაიისფერი ხაოიანი ან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მგრძნობიარე მასალისაგან დამზადებული, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად ახდენს ფლურესენცირებას;

ა.ა.ბ) უნდა შეიცავდეს შესაბამის ქიმიურ სენსიბილიზატორს.

ა.ბ.) ბოჭკოები: უნდა გააჩნდეს ხილული და უხილავი ბოჭკოები.

ა.გ) უნდა შეიცავდეს წებოვნების ისეთ მახასიათებელს, რომლებიც შეუძლებელს გახდის სტიკერის დაუზიანებლად ან შეუმჩნევლად მოცილებას.

ა.დ) ბეჭდვა:

ა.დ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური სახით;

ა.დ.ბ) დატანილი უნდა იყოს მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება, როგორც უწყვეტი ხაზი.

ა.ე) სტიკერზე სააგენტოს ლოგო დატანილი უნდა იყოს ოპტიკურად ცვალებადი მელნით, რომელიც იცვლის ფერს ან ხილვადი ხდება დახრის კუთხის ცვალებადობით.

ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:

ბ.ა) უხილავი მელნით დატანილ რიგით ნომერს, რომლის დანახვა შესაძლებელია ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით;

ბ.ბ) ბეჭდვა: მეტამეტრული აღნიშვნები, სპეციალური მელნით დაბეჭდილი გრაფიკული ელემენტი, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელი ფილტრის ქვეშ.

გ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლურესენციული ან რეაქტიული მელნით.

თავი IV

მეზღვაურთა კვალიფიკაციის სერტიფიკატების ფორმე