1. კომპეტენციის სერტიფიკატის გარე ყდაზე ოქროსფერი ასოებით გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვები “საქართველო” და „კომპეტენციის სერტიფიკატი“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს რეზისტენტული სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს.

2. კომპეტენციის სერტიფიკატის ყდის შიდა პირველ გვერდზე დაიტანება სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ლოგო და შემდეგი შინაარსის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს სერტიფიკატი გაცემულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.“, აქვე მიეთითება სერტიფიკატის ბლანკის ნომერი, ასევე ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”.

3. კომპეტენციის სერტიფიკატის ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება სერტიფიკატის გამცემის სრული სახელწოდება და რეკვიზიტები, ასევე სერტიფიკატის დამამზადებლის რეკვიზიტები ინიციალებით და ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”. აქვე ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება შემდეგი წარწერები: “ეს სერტიფიკატი 14 გვერდიანია.“ და „თუ სერტიფიკატის კანონიერება ბადებს ეჭვს დაუკავშირდით სსიპ ‘’საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“.

4. კომპეტენციის სერტიფიკატის პირველ გვერდზე დაიტანება შემდეგი ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „სერტიფიკატი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას და შესაძლებელია ჩამორთმეულ ან გაუქმებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში. მფლობელი ვალდებულია დროულად განაცხადოს სერტიფიკატის დაკარგვის ან განადგურების თაობაზე".

5. კომპეტენციის სერტიფიკატის მეორე გვერდზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მითითება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომ აღნიშნული სერტიფიკატი „გაცემულია „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და მისი განახლებული ვერსიების საფუძველზე“;

ბ) მეზღვაურის კომპეტენციის შესახებ;

გ) გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

დ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;

ე) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობა;

ვ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის პირადი ნომერი;

ზ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი;

თ) კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ორგანო;

ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის შავ-თეთრი ბიომეტრული ფოტოსურათი, ზომით 30X40მმ;

კ) შტრიხკოდი.

6. კომპეტენციის სერტიფიკატის მე-3 გვერდზე დაიტანება:

ა) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის ხელმოწერა;

ბ) კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერ