1. წიგნაკი უნდა შეიცავდეს 34 (ოცდათოთხმეტი) გვერდს, მათ შორის:
ა) 2–3 გვერდებს – მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემებისათვის;
ბ) 4–23 გვერდებს – მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებისათვის;
გ) 24-30 – მეზღვაურის სამედიცინო დათვალიერების შესახებ ინფორმაციისათვის.
დ) 31-34 გვერდებს – შენიშვნები – ინფორმაცია, რომლებიც არ იქნა შეტანილი 1-30 გვერდებზე
2. წიგნაკი უნდა დაიბეჭდოს სტამბური წესით. წიგნაკში თარიღი უნდა ჩაიწეროს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი/თვე/წელი.
3. წიგნაკის ყდის პირველ გარე ფურცელზე ოქროსფრად უნდა იყოს გამოსახული საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვები „ნაოსნობის წიგნაკი“, „SEASERVICE BOOK“, „საქართველო“ და „Georgia“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოქროსფერი გამოსახულება დატანილ უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს რეზისტენტული სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს.
4. წიგნაკის ყდის შიდა პირველ გვერდზე დაიტანება, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ლოგო და შემდეგი შინაარსის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს ნაოსნობის წიგნაკი გაცემულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. იგი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას.“, „“This Sea Service Book is issued by the Georgian Maritime Transport Agency. It is property of Georgia”“. აქვე მიეთითება მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის ნომერი, ასევე ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”.
5. ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება ნაოსნობის წიგნაკის გამცემი უწყების სახელწოდება, მისამართი ქართულ და ინგლისურ ენებზე, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, და ჰორიზონტალური ბეჭდვით სიტყვები„საქართველო, Georgia”. ყდის მეორე შიდა გვერდზე ასევე, ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება “წიგნაკი 34 - გვერდიანია.“, “ This Book contains 34 pages”. გამცემი უწყების, მისი მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრის, ვებგვერდის მისამართის, და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ დასატანი მონაცემები შეთანხმდება სააგენტოსა და მომწოდებელს შორის
6. წიგნაკის შიდა გვერდებზე დაიტანება საზღვაო თემატიკის შემცველი გამოსახულებები.
7. წიგნაკის ნაწილი I – „მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები“ (გვერდი 2–3) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს:
ა) საქართველო/Georgia;
ბ) სახელი/Name;
გ) გვარი/Surname;
დ) პირადი ნომერი/Personal №;
ე) მოქალაქეობა/Citizenship;
ვ) დაბადების თარიღი/Date of birth;
ზ) სქესი/Sex;
თ) მეზღვაურის ნომერი/Seafarer’s number
ი) მფლობელის ბიომეტრიული ფოტოსურთი/Biometric photography of holder;
კ) მფლობელის ხელმოწერა/Signature of holder;
ლ) გამცემი ორგანო/Issuing Authority;
მ) გაცემის თარიღი/Date of Issue;
ნ) მოქმედების ვადა/Expire Date
ო) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა/Signature of authorized person;
პ) ბ.ა/stamp
8. წიგნაკის ნაწილი II – „მონაცემები მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ” (გვერდები 4 – 23) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს:
ა) გემის სახელი, სრული ტევადობა და ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე, IMO ნომერი, ტიპი, Name of vessel, gross tonnage and propulsion power, IMO number, Type;
ბ) გემთმფლობელი/ოპერატორი კომპანია / Shipowner/Operator Company
გ) დანიშვნის თარიღი და ადგილი/Date and place of engagement;
დ) დათხოვნის თარიღი და ადგილი/Date and place of discharge;
ე) თანამდებობა (რანგი)/Position (Rank)
ვ) ცურვის რაიონი/Voyage description;
ზ) გემის ბეჭედი და კაპიტნის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერა დანიშვნისას და დათხოვნისას/Ship’s stamp and signature of master or acting person on engagement and discharge;
9. წიგნაკის ნაწილი III – სამედიცინო გამოკვლევის დასკვნა (გვერდები 24 -30) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს:
ა) გამოკვლევის თარიღი/Date of examination;
ბ) გამოკვლევის ადგილი/Place of examination;
გ) დასკვნა/Result;
დ) მოწმობის No/ Certificate No;
ე) ექიმის ხელმოწერა და ბეჭედი/Signature of doctor and stamp;
10. წიგნაკის ნაწილი IV – შენიშვნები (გვერდები 31-34) უნდა შეიცავდეს იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც არ არის გათვალისწინებული წიგნაკის დანარჩენ ნაწილებშ