1. ბარათის ბლანკი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს მტკიცე მასალისაგან.
2. ბარათი დამზადებული უნდა იყოს 100%-იანი პოლიკარბონატისგან, რომელზეც შესაძლებელი იქნება ლაზერული გრავირების ტექნოლოგიის გამოყენება მათი პერსონალიზაციის მიზნებისთვის და რომლის გამძლეობა იქნება არანაკლებ 10 წელი.
3. ბარათზე ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს მაღალი გარჩევადობის ლაზერული გრავირების მეთოდით.
4. ბარათი უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს და შეესაბამება ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნებს.
5. ბარათის გრაფიკული დიზაინი მკაცრად უნდა ეფუძნებოდეს ILO C185 კონვენციის მოთხოვნების TD-1 ფორმატს.
6. პირველი დონის შემოწმების დროს სპეციალური მოწყობილობების გამოყენების გარეშე ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს პერსონალიზებული ბარათისა და მონაცემთა გვერდზე არსებული, დოკუმენტის მფლობელის ფოტოსურათებზე პერსონალიზაციის აღჭურვილობის მეშვეობით განხორციელებული მანიპულაციები, დოკუმენტის ნებისმიერი ფენის მოძრობა ან შეცვლა ან გადატანა სხვა დოკუმენტზე, ან მასზე დამატება, მაგალითად, თხელი ფენის გადაკვრით, ან თავდაპირველი შემცველობის ნებისმიერი სხვა ცვლილება.
7. უნდა იყოს შესაძლებელი დოკუმენტის მფლობელის მეორადი ფოტოს (ფანტომური) ბეჭდვა პერსონალიზაციის პროცესში ბარათის წინა მხარეს. გარდა სტანდარტული უსაფრთხო ბეჭდვისა ფანტომური სურათი უნდა იყოს დაცული სულ მცირე პირველი დონის 1 (ერთი) დამცავი ნიშნით.
8. ბარათის გვერდის სტრუქტურა და პერსონალიზაციის ტექნოლოგია უნდა უზრუნველყოფდეს პერსონალიზაციის პროცესის განმავლობაში ბარათისა და მონაცემთა გვერდის სხვადასხვა შრეზე ზემოქმედებას (კარბონიზებას) სხვადასხვა სიღრმით. დაუშვებელია ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება, რომელთა დროსაც პერსონალიზდება მხოლოდ ზედა შრე ან პერსონალიზაციის პროცესის შემდეგ მოწმობა ან მონაცემთა გვერდი იფარება ზედაპირული ფენით.
9. ბარათის დამზადების პროცესში პოლიკარბონატის ფენების შეერთება (ლამინირება) ხორციელდება მხოლოდ მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამოყენებით (დაუშვებელია სხვა დამატებითი ასაკინძი ელემენტების გამოყენება). ტექნოლოგიურ პროცესში დასაშვებია მხოლოდ ამ მიზნისათვის შესაფერისი აღჭურვილობისა და ნედლეულის გამოყენება.
10. ბარათის სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 (ათი) წელი პერსონალიზაციის დღიდან), მდგრადობას ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციისა და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებითი გამოყენების მიმართ.
11. ბარათებს უნდა გააჩნდეს სერიული ნომრები. დოკუმენტის სერიული ნომერი დატანილი უნდა იყოს ბარათის ბლანკის წინა მხარეს, მისი დამზადების პროცესში.
12. დოკუმენტის სტრუქტურა უნდა იძლეოდეს პოზიტიური რელიეფის მიღების საშუალებას ლაზერული გრავირების ელემენტებისათვის. რელიეფური ლაზერული გრავირება განიხილება ბარათის წინა მხარისთვის.
13. ბარათს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 (სამი), ინტეგრირებული ოპტიკურად ცვლადი ელემენტი, მათ შორის:
ა) მინიმუმ 1 (ერთი) დიფრაქციული ოპტიკურად ცვლადი გამოსახულების გარდამქმნელი (Diffractive optically variable image device - DOVID), რომელიც შეიცავს პირველი, მე-2 და მე-3 დონის დამცავ ნიშნებს და არ მდებარეობს მოწმობის ან მონაცემთა გვერდის ზედა ფენაზე, მაგრამ იცავს დოკუმენტის მფლობელის პირველად ფოტოსურათს;
ბ) მინიმუმ 1 (ერთი) ელემენტი დაბეჭდილია ოპტიკურად ცვლადი მელნით (optically variable ink - OVI);
გ) ბარათის ბლანკის ფონი უნდა დაიბეჭდოს ოფსეტური ტექნოლოგიით და უნდა შეიცავდეს, მინიმუმ, შემდეგ ელემენტებს:
გ.ა) პოზიტიური და ნეგატიური მრავალფერიანი გილიოში ან სხვა წვრილი ხაზები, რაც უფრო გაართულებს ორიგინალი ფოტოსურათის იმიტირებასა და რეპროდუქცირებას;
გ.ბ) ცისარტყელასებრი ბეჭდვა, მინიმუმ, ორი ფერით (A-B-A);
გ.გ) ასლების გადაღებისა და სკანირების საწინააღმდეგო დამცავი ნიშან(ებ)ი;
გ.დ) პოზიტიური და ნეგატიური მიკრო-ბეჭდვა.
14. ბარათის მონაცემთა გვერდის ბლანკის ფონზე (წინა და უკანა მხარეს) დატანილი უნდა იყოს ულტრაიისფერი სპექტრში ფლუორესცენტული ნაბეჭდი, რომელიც უხილავია დღის შუქზე (და კონტრასტულია ნეიტრალური ულტრაიისფერი ნათების მიმართ).
15. ბარათის მონაცემთა გვერდის ფონი ასევე უნდა შეიცავდეს ელემენტებს, რომელთა შემოწმებაც შესაძლებელი იქნება ინფრაწითელი ნათებით („ინფრაწითელ ნათებაში გაუჩინარება“), რომელიც შეესაბამება ICAO-ს მითითებებს ოპტიკურად მანქანაკითხვადი ელემენტების გამოყენების შესახებ.
16. ბარათის ბლანკის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ ძალიან რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგ., ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს.
17. ბარათის სტრუქტურა მდგრადი უნდა იყოს სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური და ქიმიური განშრევების მიმართ, რათა მანიპულაციების შემთხვევაში დარჩეს გაყალბების ხილული ნიშნები, რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელი იქნება პირველი დონის შემოწმებისა