1. წიგნაკი უნდა შეიცავდეს 32 (ოცდათორმეტი) ქაღალდის გვერდს (შიდა გვერდი) და 1 (ერთი) ორგვერდიან, მრავალშრიან პოლიკარბონატისგან დამზადებულ ჩანართს (მონაცემთა გვერდი). მონაცემთა გვერდს უნდა ჰქონდეს ICAO 9303 სტანდარტით დადგენილი TD-3 ფორმატის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფიზიკური მახასიათებლები.
2. წიგნაკი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:
ა) ყდა;
ბ) ყდის შიდა გვერდები (ბოლო გვერდები);
გ) შიდა გვერდები;
დ) მონაცემთა გვერდები.
3. წიგნაკი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს გამძლე მასალისაგან.
4. წიგნაკის ყდა უნდა იყოს ლატექსით გაჟღენთილი ფურცელი, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ გამძლე ნიტროცელულოზით ან აკრილის ფუძეზე დამზადებული მასალა. ყდის სისქე უნდა იყოს 450-დან 500 მიკრონამდე. ყდის შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს ნაოსნობის წიგნაკის ბოლო გვერდების ხარისხს. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი.
5. წიგნაკის შიდა გვერდების ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მასა შეადგენს არანაკლებ 90 გრამი/კვ მ. (+/- 5%);
ბ) უნდა იყოს ულტრაიისფერი სხივებისადმი მგძნობიარე და გააჩნდეს შერჩევითობის პრინციპით განაწილებული ულტრაიისფერ გამოსხივებაზე რეაგირებადი ბოჭკოები, მინიმუმ 2 ფერში;
გ) მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.
6. ბლანკის 1-ლი და მე-2 გვერდები (მონაცემთა გვერდი) უნდა იყოს დამზადებული 100%-იანი მრავალშრიანი პოლიკარბონატისაგან, რომლის გამძლეობა იქნება არანაკლებ 10 წელი.
7. წიგნაკს უნდა ჰქონდეს მონაცემთა გვერდის ჩანაცვლებისგან/შეცვლისგან დაცვის ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ადვილად აღმოჩენას პირველადი დონის შემოწმების დროს.
8. წიგნაკისათვის გათვალისწინებული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს მეორე გვერდზე (მონაცემთა გვერდი), მაღალი გარჩევადობის ლაზერული გრავირების მეთოდით.
9. მონაცემთა გვერდის დამცავი ნიშნები:
ა) მრავალფეროვანი გილიოშური ფონი;
ბ) პოზიტიური და ნეგატიური მიკროტექსტი;
გ) რელიეფური/ნუმიზმატიკური გამოსახულება;
დ) არტსკრინი;
ე) ოპტიკურად ცვალებადი მელანი;
ვ) 2 ულტრაიისფერი ფერი;
ზ) ცისარტყელისებრი ბეჭდვა ორ ფერში (A-B-A);
თ) გილიოშური ფონი ფოტოს ადგილზე.
10. წიგნაკის ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც:
ა) 100% ბამბის ქაღალდისაგან;
ბ) ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან.
11. წიგნაკის შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს და შეესაბამება ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნებს. ნაოსნობის წიგნაკის შიდა გვერდების შესაძლო დამცავი ელემენტები უნდა მოიცავდეს:
ა) პირველი დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ა.ა) ქაღალდი:
ა.ა.ა) მასზე დატანილი უნდა იყოს ორტონალური ან მულტიტონალური ზოგადი წყლის ნიშანი. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 1 ფურცელი (A4 ზომის) შემოთავაზებული ქაღალდის მოწოდება მასზე დასატანი ნიშნების აღწერით;
ა.ა.ბ) უნდა დამზადდეს ხაოიანი (Matte) მასალისგან და გააჩნდეს შერჩევითობის პრინციპით განაწილებული ულტრაიისფერი რეაქტივების ბოჭკოები მინიმუმ 2 ფერში;
ა.ა.გ) უნდა იყოს მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბებისას, ქიმიური ზემოქმედების შემთხვევაში, მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.
ა.ბ) ბეჭდვა:
ა.ბ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური (ტალღისებური თხელი ხაზების) სახით;
ა.ბ.ბ) ყველა გვერდზე დატანილი უნდა იყოს მიკროტექსტური წარწერა „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო „Maritime Transport Agency“, რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი;
ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ბ.ა) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში;
გ) დანომრვა:
გ.ა) ნაოსნობის წიგნაკის ნომერი ლაზერული წესით პერფორირებულია გვერდების ქვედა ან ზედა ნაწილში. ნუმერაცია გადის ნაოსნობის წიგნაკის ყველა გვერდზე, გარდა ყდის პირველი შიდა გვერდისა და პირველი და მე-2 გვერდებისა (მონაცემთა გვერდი);
გ.ბ) გვერდების ნუმერაცია უნდა შეადგენდეს დიზაინის განუყოფელ ნაწილს;
დ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლურესენციული ან რეაქტიული მელნით.
12. წიგნაკის გვერდები აკინძული უნდა იყოს კერვის დაცული ტექნიკით და ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე დამცავი ძაფებით, რომლებიც იცვლიან ფერს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისა