1. ბარათი უნდა დაიბეჭდოს სტამბური წესით. ჩანაწერები უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ბარათში თარიღი უნდა ჩაიწეროს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი/თვე/წელი.
2. ბარათის პირველ გვერდზე – „მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები“ უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს:
ა) საქართველო/Georgia და ასევე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს მცირე გერბის გამოსახულება ერთ ფერში;
ბ) სახელი/Name;
გ) გვარი/Surname;
დ) სქესი/Sex;
ე) დაბადების თარიღი/Date of birth;
ვ) განსაკუთრებული ფიზიკური ნიშანი/Identifying Characteristics;
ზ) ბარათი №SID N;
თ) მოქალაქეობა/Nationality;
ი) დაბადების ადგილი/Place of birth;
კ) მოქმედების ვადა/Date of Expiry;
ლ) გაცემის თარიღი/Date of Issue;
მ) გაცემის ადგილი/Place of Issue;
ნ) მფლობელის ხელმოწერა/Holder’s Signature;
3. ბარათის მეორე გვერდზე უნდა იყოს ჩანაწერი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს დოკუმენტი წარმოადგენს მეზღვაურთა პირადობის მოწმობას, რომელიც გაცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეზღვაურთა პირადობის მოწმობების 2003 წლის კონვენციის შესაბამისად (შესწორებული რედაქციით). მეზღვაურის წიგნაკი არის ცალკე დოკუმენტი და არ ცვლის მოქალაქის პასპორტს“/„This document is a seafarers' identity document for the purpose of the Seafarers' Identity Documents Convention (Revised), 2003, of the International Labour Organization. This document is a stand-alone document and not a passport.“.
4. ბარათის მეორე გვერდზე ასევე დაიტანება ბარათის გამცემი ორგანოს სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ვებ- გვერდი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ლოგო და ჰორიზონტალური ბეჭდვით სიტყვები „საქართველო, Georgia”.
5. ბარათის გვერდებზე დაიტანება საზღვაო თემატიკის შემცველი გამოსახულებები.
6. ბარათის ჩიპზე შეტანილი მონაცემები უნდა იყოს კოდირებული და ციფრულად ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. უკონტაქტო ჩიპი უნდა აკმაყოფილებდეს მონაცემთა ლოგიკური სტრუქტურის (LDS) ყველა მოთხოვნას, რომელიც შეესაბამება ICAO DOC 9303 ნაწილი 10 :
ა) LSD-ის მონაცემთა პირველი ჯგუფი: მანქანა-კითხვადი ზონის მონაცემთა დუბლირება;
ბ) LSD-ს მონაცემთა მეორე ჯგუფი: უნდა შეიცავდეს მისი მფლობელის პირველად იდენტიფიკატორებს, პირველად იდენტიფიკატორად განისაზღვრება მფლობელის „სახის გამოსახულება (facial image)”. მეზღვაურის სახის გამოსახულება უნდა იყოს სურათის ასლი, მაგრამ შემცირებული 15-20 კილობაიტის ზომამდე.
7. ბარათში მეზღვაურის ფიზიკური მონაცემების შეტანა ხორციელდება მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული მონაცემების შესაბამისა