1. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს გაცემული ბარათისა და წიგნაკის აღრიცხვა მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემაში.
2. მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემაში შეიტანება:
ა) მეზღვაურის სრული სახელი და გვარი, როგორც ეს ბარათშია ჩაწერილი;
ბ) ბარათის/წიგნაკის ნომერი;
გ) ბარათის/ წიგნაკის გაცემის და მისი მოქმედების ვადის გასვლის თარიღი;
დ) ბარათში არსებული ბიომეტრიული მონაცემები (სიმაღლე, თვალის ფერი, ა.შ.);
ე) მეზღვაურის განსაკუთრებული ფიზიკური ნიშანი, რომლითაც შეიძლება მისი იდენტიფიცირება;
ვ) მეზღვაურის ფოტოსურათი;
3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემის დაცვა არასანქცირებული შეღწევისაგან.
4. მეზღვაურს უფლება აქვს შეუზღუდავად გაეცნოს მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემაში მის შესახებ შეტანილ ჩანაწერებს.
5. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მოთხოვნით, სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მას ინფორმაცია მეზღვაურის ბარათის მფლობელების შესახებ მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემიდან, რომელიც შეეხება მეზღვაურის ბარათის/წიგნაკის ნამდვილობას.
დანართი №1
ბარათის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წე