1. ბარათისა და წიგნაკის მიღების უფლების მქონე პირი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი ორიგინალის წარდგენით, თუ მაძიებელი საქართველოს მოქალაქეა;

ბ) ბინადრობის მოწმობის ან D3 კატეგორიის ვიზის ასლი ორიგინალის წარდგენით, თუ მაძიებელი საქართველოში მცხოვრები ან საქართველოს საზღვაო სასწავლებლის სტუდენტი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია;

გ) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ცნობას მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას განმცხადებლის სქესის, სიმაღლის, თვალის ფერის და განსაკუთრებული ფიზიკური ნიშნების შესახებ;

დ) საზღვაო დიპლომის/მოწმობის ან/და კომპეტენციის სერტიფიკატის ასლი (გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერსონალის წევრებისა);

ე) პერსონალის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები:

ე.ა) პირადი გადარჩენის მეთოდები;

ე.ბ) ელემენტარული პირველადი დახმარება;

ე.გ) ხანძარსაწინააღმდეგო და ხანძართან ბრძოლის მეთოდები;

ე.დ) პირადი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა;

ე.ე)  IMO-ს ძირითადი კონვენციების ზოგადი გაცნობითი კურსი;

ე.ვ) გემის კონსტრუქციებისა და ძირითადი განყოფილებების გაცნობითი კურსი (ინგლისური ტერმინოლოგიის ჩათვლით);

ე.ზ) ავარიულ სიტუაციებში კავშირისათვის აუცილებელი ინგლისური ფრაზეოლოგია;

ე.თ) გემით გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების გაცნობითი კურსი;

ე.ი) უშიშროებასთან დაკავშირებული უნარების ინსტრუქტაჟი.

ვ) ხელშეკრულების ასლი ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მოთხოვნის წერილი, თუ მაძიებელი გემზე მიდის პერსონალის წევრად;

ზ) საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო ან საკრუინგო კომპანიის წერილობითი შუამდგომლობა ამ კომპანიის სუპერინტენდანტზე ბარათის გაცემის შესახებ – იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულმა პირმა უნდა შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები ამ სანაოსნო ან საკრუინგო კომპანიის გემზე;

თ) საზღვაო სასწავლებლის წერილობითი შუამდგომლობა ამ სასწავლებლის სტუდენტზე მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი გაცემის შესახებ - იმ შემთხვევაში, როდესაც სტუდენტმა უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა გემზე;

ი) გემთმფლობელი/ოპერატორი კომპანიის ან საკრუინგო კომპანიის წერილობითი შუამდგომლობა საზღვაო სასწავლებლის კურსდამთავრებულზე მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის შესახებ - იმ შემთხვევაში, როდესაც კურსდამთვრებულმა უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა გემზე;

კ) ორი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 30X40 მმ დაბეჭდილი და ელექტორნული სახით;

ლ) სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრულია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

2.  ბარათი და წიგნაკი ჩაითვლება გაცემულად, თუ იგი მაძიებელს გადაეცემა ამ წესების მოთხოვნათა დაცვით შევსებული და მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისი ჩანაწერებით და შეტანილია მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემაშ