1. „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა (შემდეგში – ბარათი) და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის (შემდეგში – წიგნაკი) ფორმას, მისი დამზადების, გაცემის, შეცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ჩამორთმევის პირობებს.

2. ბარათისა და წიგნაკის დამზადების ორგანიზებას, გაცემას, შეცვლას, მოქმედების ვადის გაგრძელებას და ბარათისა და წიგნაკის მფლობელი პირების თაობაზე მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

3. ბარათისა და წიგნაკის გაცემა, მის გაცემაზე უარის თქმა, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება და გაუქმება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

4. მოქმედ წიგნაკში არსებული ჩანაწერის გადახაზვა, წაშლა, მეზღვაურის წიგნაკის დაშლა, ან/და ბარათისა და წიგნაკის გაყალბება აკრძალულია. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. მეზღვაურს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მოქმედი ბარათი.

6.  ბარათი უნდა ინახებოდეს უშუალოდ მის მფლობელ მეზღვაურთან ან გემის კაპიტანთან.

7. ბარათი არ ცვლის საქართველოს მოქალაქის პასპორტს და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი შემთხვევებისა.

8. ამ წესების მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო გემზე და საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არაკომერციული მიზნით გამოყენებულ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზ