1. სააგენტო არ გასცემს ბარათსა და წიგნაკს, თუ:

ა) ბარათისა და წიგნაკის მაძიებელი პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ან/და ამ წესების მოთხოვნებს და მითითებული ხარვეზები მაძიებლის მიერ არ იქნება გამოსწორებული სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში;

ბ) ბარათისა და წიგნაკის  მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) ბარათისა და წიგნაკის   მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საბუთები ყალბია;

დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი