1. ბარათი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:

ა) მეზღვაურის სახელის, გვარის ან/და ბარათით გათვალისწინებული მისი სხვა პირადი მონაცემის შეცვლისას;

ბ) ბარათის ჩანაწერებში უზუსტობების გამოვლენისას;

გ)  ბარათის გამოყენებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

2. წიგნაკი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:

ა) მეზღვაურის სახელის, გვარის ან/და წიგნაკით გათვალისწინებული მისი სხვა პირადი მონაცემის შეცვლისას;

ბ) წიგნაკის ჩანაწერებში უზუსტობების გამოვლენისას;

გ) წიგნაკის გამოყენებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

დ) წიგნაკის ნაწილ II, III ან/და ნაწილ IV  ჩანაწერებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას.

3. ბარათის/წიგნაკის შესაცვლელად მისმა მფლობელმა სააგენტოს უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით,  ბარათის/წიგნაკის შეცვლის მიზეზის მითითებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს ამ წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთები და შესაცვლელი ბარათი/წიგნაკი (გარდა მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის შემთხვევისა).

4. თუ მეზღვაურმა შეიცვალა სახელი, გვარი, სხვა პირადი მონაცემი ან გამოვლინდა უზუსტობა მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის/წიგნაკის ჩანაწერში, მაშინ მეზღვაურის  ბარათის/წიგნაკის შეცვლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.

5. დაკარგული ბარათი/წიგნაკი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება ცალკე და აიყვანება კონტროლზე სააგენტოს მიერ.

6. დაკარგული ბარათი/წიგნაკი ძალადაკარგულად ჩაითვლება სააგენტოში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღიდან.

7. ნაპოვნი ბარათი/წიგნაკი ბარდება სააგენტოს, იხსნება კონტროლიდან და მეზღვაურის  ბარათის/წიგნაკის მფლობელების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სათანადო ინფორმაციის შეტანის შემდეგ ნადგურდება შესაბამისი აქტის გაფორმებით.

8. ბარათი/წიგნაკი მისი გაუქმების შემდეგ, ახალ ბარათთან ერთად უბრუნდება მფლობელს. ბარათის/წიგნაკის გაუქმება ნიშნავს ბარათის/წიგნაკის პერფორაციას (გახვრეტას) მთელ სისქეზე და სათანადო ინფორმაციის შეტანას მეზღვაურის  ბარათის/წიგნაკისმფლობელების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაშ