1. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;
ბ) ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას;
გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;
დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.
2. სახელის, გვარის გამოცვლის, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენის საფუძველზე პასპორტის შეცვლის დროს, როცა პასპორტის გაცემა ხდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, მოთხოვნას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის მოწმობა, დაბადების, ქორწინების მოწმობა და სხვ).
3. ნაპოვნი პასპორტი ბარდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნულ შემთხვევაში ნაპოვნი პასპორტი, თუ ის არ არის გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ, ეგზავნება შესაბამისად მის გამცემ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ნაპოვნი პასპორტი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. შესაცვლელი პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქმედ ვიზას უქმდება და ახალ დოკუმენტთან ერთად ანულირების გარეშე უბრუნდება მფლობელს.
5. შეცვლილი პასპორტი ანულირების შემდეგ, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს. შეცვლილი პასპორტის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზ