1. ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:
ა) სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი;
ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;
გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16
-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;
დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, თუ ამ არასრულწლოვანზე გაცემულია პირადობის მოწმობა.
2. ამ წესის 38
-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების გარეშე გაცემისას, ასევე საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:
ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი;
ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;
გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16
-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;
დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;
ე) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი;
ვ) დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით.
3. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე (მათ შორის, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე იმყოფება საზღვარგარეთ), რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობით ან ამ წესის 48
-ე მუხლის მე
-11 პუნქტის შესაბამისად.
4. საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე 14 წლის ასაკს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები შეიძლება წარადგინოს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
5. პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, თუ შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტის გასაცემად აუცილებელია მისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება.
6. ერთი და იგივე პირი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს რამდენიმე მოქმედ პასპორტს. იმ შემთხვევაში, თუ პირზე გაცემულია პასპორტი, იმავდროულად ახალი პასპორტი გაიცემა მისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზ