1. დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გადაეცემა:
ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელ პირს პირადად;
ბ) კანონიერ წარმომადგენელს, თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაცემულია არასრულწლოვანი პირზე, გარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16
-დან 18 წლამდე ასაკის პირისა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე;
გ) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;
დ) ფოსტის მეშვეობით, განცხადება
-ანკეტაში მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება დაინტერესებულ პირს. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 49
-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ფოსტის მეშვეობით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება სააგენტოს;
ე) ამ წესის 25
-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენ პირს;
ვ) ამ წესის 49
-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, განცხადება
-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.
2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გადაცემის/გაგზავნის კონკრეტული საშუალების გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილ მოთხოვნაში.
3. დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემა/გაგზავნა ხდება კონვერტში მოთავსებული ფორმით.
4. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის/ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის აქტივაციისათვის, დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისგან განცალკევებით, ცალკე კონვერტით ასევე გადაეცემა/ეგზავნება:
ა) პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდი (PIN1) – 4 სიმბოლო;
ბ) ციფრული ხელმოწერის აქტივაციის კოდი (PIN2) – 5 სიმბოლო;
გ) განბლოკვის კოდი (PUK) – 6 სიმბოლო.
5. ამ მუხლის მე
-4 პუნქტით გათვალისწინებულ კოდებთან ერთად დაინტერესებულ პირს გადაეცემა/ეგზავნება წერილობითი ინფორმაცია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებისა და შენახვის, ასევე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერის გამოყენების წესების თაობაზე.
6. პირადობის ელექტრონული მოწმობის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობა და ამ მუხლის მე
-4 პუნქტით გათვალისწინებული კოდები იგზავნება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
7. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემის შემთხვევაში (გარდა ფოსტის მეშვეობით გადაცემის შემთხვევისა), აღნიშნული პირი პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და ამ მუხლის მე
-4 და მე
-5 პუნქტებით გათვალისწინებული კოდების/ინფორმაციის მისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე განცხადება
-ანკეტაზე ხელმოწერი