2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით.
3. პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების თარიღი;
დ) დაბადების ადგილი;
ე) პირადი ნომერი;
ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი;
ზ) პირადი ხელმოწერა;
თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
კ) რელიეფური ბეჭედი;
ლ) მოწმობის გაცემის თარიღი;
მ) მოწმობის მოქმედების ვადა;
ნ) მისამართი;
ო) რეგისტრაციის თარიღი.
31. ამოღებულია - 29.05.2014, №2480).
4. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა), რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები.
41. ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შეიძლება შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქციონირებული გამოყენებისგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, აგრეთვე ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქციონირებული გამოყენებისგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს.
5. ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალურობა.
6. ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანის (ჩაწერის) წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
61.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 2-გვერდიანია. იგი იბეჭდება და ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
7. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სახელს;
ბ) გვარს;
გ) სქესს;
დ) მოქალაქეობას;
ე) დაბადების თარიღს;
ვ) დაბადების ადგილს;
ზ) პირად ნომერს;
თ) ფოტოსურათს;
ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს;
კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;
ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;
მ) მოწმობის მოქმედების ვადას;
ნ) სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ან/და მასზე ელექტრონული ფორმით დატანილი (ჩაწერილი) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისთვის;
ო) მოწმობაზე წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);
პ) QR კოდს, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია;
ჟ) მოწმობის მფლობელის თითის ანაბეჭდებს.
8. (ამოღებულია - 29.05.2014, №2480).
81. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის გარეშე, თუ პირის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზით მისი თითის ანაბეჭდების აღება შეუძლებელია.
9. ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, პირის შესახებ სხვა ინფორმაციის ასახვა ან ამ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეტანა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი (ჩაწერილი) QR კოდით მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით/თანხმობით. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის დამატებითი მონაცემები (ინფორმაცია)/რეკვიზიტები და მათი დატანის (ჩაწერის)/ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
10. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
101. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში შესაძლებელია მიღებულ იქნეს განცხადება მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე. ასეთი განცხადების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, რომელიც სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან არის დაკავშირებული.
11. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
[
11. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა ელექტრონული მატარებლის შემცველობით (დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა). ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე. ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით.
12. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს პირის თითის ანაბეჭდებს. თითის ანაბეჭდების შემცველობის გარეშე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს, თუ პირის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზით მისი თითის ანაბეჭდების აღება შეუძლებელია. დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ფორმა და ტექნიკური მახასიათებლები მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3355-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.255
საქართველოს 2010 წლის 1ოქტომბრის კანონი №3653-სსმI, №53, 11.10.2010წ., მუხ.337
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4049-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.493
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2051 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2480- ვებგვერდი, 29.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №648 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №1/12/1404 – ვებგვერდი, 03.01.2020წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/1404 – ვებგვერდი, 08.06.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1120 – ვებგვერდი, 28.11.2025