1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პირადობის მოწმობას და მუდმივი ბინადრობის მოწმობას გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან:
ა) მე-10 სამუშაო დღეს;
ბ) მე-5 სამუშაო დღეს;
გ) მე-3 სამუშაო დღეს;
დ) 24 საათის გასვლისთანავე;
ე) იმავე დღეს.
2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე დროებით ბინადრობის მოწმობას გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები უფლებამოსილნი არიან, არა უმეტეს 10 სამუშაო დღით, გააგრძელონ დაინტერესებულ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის ვადა, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა/დაზუსტებისათვის, მოქალაქეობის დადგენის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი სხვა საკითხის გადაწყვეტისათვის. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილება