1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტი შეივსება/დაიტანება შემდეგი წესით:

ა) სახელი/გვარი – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის 29
-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში ან პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემებში ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებულ განცხადებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით;

ბ) მოქალაქეობა – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გრაფაში „მოქალაქეობა“ აღინიშნება იმ ქვეყნის სახელწოდება, რომლის მოქალაქეზეც გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, გრაფაში „მოქალაქეობა“ ჩაიბეჭდება სიტყვები: „მოქალაქეობის არმქონე“. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა ლტოლვილზე, მოქალაქეობასთან ერთად დამატებით მიეთითება სიტყვა ,,ლტოლვილი”. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გრაფაში კი „მოქალაქეობა“ აღინიშნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად;

გ) დაბადების თარიღი/მოწმობის მოქმედების ვადა – რიცხვი, თვე და წელი ამ თანამიმდევრობით იბეჭდება ერთმანეთისაგან წერტილებით გამოყოფილი ციფრობრივი გამოსახულების სახით. ამასთან, ათ რიცხვამდე და მეათე თვემდე თარიღებს წინ ემატება ნული;

დ) მოწმობის გაცემის თარიღი – მოწმობის გაცემის თარიღად ითვლება მისი გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღე, ხოლო დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის თარიღად – მისი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე. მოწმობის გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოწმობის მოქმედების ვადის ანალოგიურად;

ე) დაბადების ადგილი – ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება ჩაიწერება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროისთვის არსებული სახელწოდების ანალოგიურად, თუ შეიცვალა ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება (არ ვრცელდება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების შემთხვევებზე). საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება;

ვ) მისამართი – მისამართი აღნიშნება სრული სახით, ქალაქის, მუნიციპალიტეტის, დაბის, სოფლის, ქუჩის დასახელებით და მიკრორაიონის, კვარტალის, კორპუსის (სახლის) ნომრისა და ბინის ნომრის მითითებით. დასაშვებია ზოგიერთი ჩანაწერის შემოკლება. რაიონი – „რ-ნი“, სოფელი – „ს.“, დაბა – „დ.“, მიკრორაიონი – „მ/რ“, კვარტალი – „კვ“, კორპუსი – „კორ.“, ბინა – „ბ.“ და სხვა. ქალაქის დასახელებისას წინსართი „ქალაქი“ ან მისი შემოკლებული მინიშნება „ქ“ არ გამოიყენება;

ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე მოწმობის გამცემ ორგანოდ ჩაიწერება „იუსტიციის სამინისტრო“. პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღნიშნული რეკვიზიტის შევსებისას მიეთითება სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. რეკვიზიტის შევსება დასაშვებია შემოკლებული სახით;

თ) რელიეფური ბეჭედი – რელიეფური ბეჭედი წარმოადგენს ფოტოსურათის წინა ხედის ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილისა და მოწმობის ბლანკზე ფოტოსურათისათვის განკუთვნილი ჩარჩოს ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილზე ჭყლეტის შედეგად წარმოქმნილ 20 მმ-იანი დიამეტრის ბეჭდის რელიეფურ კვალს, რომელიც მიიღება სპეციალური დანადგარის მეშვეობით. კვალზე იკითხება: „ტერიტორიული ორგანოს კოდი, გამოხატული ხუთი ციფრით, რომელიც შეესაბამება პირადი ნომრის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ციფრებს და წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო”.

2. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.

3. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

4. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენა