1. პირადობის მოწმობა 18 წლამდე ასაკის პირებზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე – 10 წლის ვადით.
2. ამ წესის 25
-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით.
3. დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა ბინადრობის ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობა – 5 წლის ვადით.
4. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადი