1. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.

2. უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტის გაცემას ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (შემდგომში – ბიომეტრიული პასპორტი). სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პასპორტი შეიძლება გასცენ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის, ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისაგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტი არ გაიცემ