1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პასპორტს და სამგზავრო პასპორტს გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს;

გ) მე-3 სამუშაო დღეს;

დ) 24 საათის გასვლისთანავე;

ე) იმავე დღეს.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. თუ პირის საქართველოდან გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან, პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და პასპორტის გაცემა უნდა განხორციელდეს პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან არა უმეტეს 3 დღის ვადის ვადაში. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილება