1. პირისათვის პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:
ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში);
ბ) საჭიროების შემთხვევაში იმ პირისაგან, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, მიიღონ ბიომეტრიული მონაცემები;
გ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით ხელმოსაწერად გადასცენ განმცხადებელს. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს.
დ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები;
ე) შეამოწმოს წარმოდგენილია თუ არა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი;
ვ) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ, ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50
-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული;
ზ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი გადაცილებულია 14 წლის ასაკს, შეამოწმონ და დაადგინონ ხომ არ იძებნება პირი სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
თ) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ ბიომეტრიული მონაცემების პერსონალიზაციის ცენტრს და უზრუნველყონ მათი გაცემა ამ წესის შესაბამისად. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის შემთხვევაში გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება.
2. განცხადება
-ანკეტისა და სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარ