1. სრულწლოვან ან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16
-დან 18 წლამდე ასაკის პირზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

ბ) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

გ) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა);

დ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16
-დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით).

2. არასრულწლოვან ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;

ბ) პირადობის მოწმობა, თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წელი ან ბინადრობის მოწმობა (მიუხედავად პირის ასაკისა);

გ) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

დ) არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე, ხოლო ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას ამ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. არასრულწლოვან ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე პასპორტის გაცემის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენია დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), ხოლო თუ 14 წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტის გაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენია სხვა კანონიერი წარმომადგენელი – სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებულ პირზე არ არის გაცემული პირადობის მოწმობა. არასრულწლოვან ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით ამ მუხლის მე
-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენია დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი).

4. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ასევე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტი მიიღოს პირადობის მოწმობის აღების გარეშე.

5. არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს:

ა) სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით;

გ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;

დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

6. ერთ-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია, თუ:

ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;

გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ე) არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირი მარტოხელა დედის შვილია;

ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო ან სხვა მიზეზით, და საქმის გარემოებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი. ამ შემთხვევაში არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე. პასპორტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

7. თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას შეუძლებელია ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის წარმოდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, აღნიშნული გარემოებების დადასტურება ხდება საქართველოს

ოკუპირებული

ტერიტორიებიდან

იძულებით

გადაადგილებულ

პირთა
,განსახლებისა

და

ლტოლვილთა

სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობი